ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკას იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საუბრობს.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები.
"ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე, ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში. ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. მესამე, რომ 26 ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლოტიკური არჩევანი. ცვლით „ქართულ ოცნებას“, ვცვლით ამ პრორუსულ ძალას,სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება , წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press